ზავრაშვილების 11 სულიანი ოჯახი გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში ცხოვრობს. საარსებო შემწეობას 102 ლარის ოდენობით ოჯახის მხოლოდ 4 წევრი იღებს. ეს თანხა მათ ეპილეფსიით დაავადებული მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო წამლის შესაძენად ჰყოფნით. მთელი ოჯახი თითქმის შიმშილობს. ბავშვებს არც წიგნები აქვთ და არც ფეხსაცმელი, რის გამოც სკოლაში და საბავშვო ბაღში ვერ დადიან. ზავრაშვილების სახლს კედლები თითქმის არა აქვს და ძველი, დახეული ხალიჩებითაა შეკრული


