X
!

ყველა ბავშვს აქვს უფლება, სარგებლობდეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარებით, სუფთა წყლით, ჰქონდეს სრულფასოვანი კვება და უსაფრთხო გარემო - unicef

12 წლის გოგონა შველას ითხოვს

Home  /  სიახლეები  /  Current Page

რამოდენიმე დღის წინ ჩემმა თანამშრომელმა გახსნა თემა, ამ შინაარსის. ვინაიდან მას ამ განყოფილებაში თემის გახსნა არ შეუძლია, ხოლო სხვა განყოფილებაში ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება, მე გავხსენი ეს თემა.

რაც შეეხება შინაარსს:

12 წლის გოგონა თირკმლების უკმარისობითაა დაავადებული და ყოველ მეორე დღეს დიალიზის აპარატზე მიერთებას საჭიროებს. საქმე საკმაოდ სერიოზულადაა. მშობლებს იმის საშუალებაც აღარ აქვთ, რომ დახმარების წერილები დაბეჭდონ და შესაბამის უწყებებს მიმართონ.

მე პირადად საკითხის გარკვევის დროს გამოჩენილმა ნიუანსებმა შემძრა, ძალიან რთულადაა საქმე. არაა გამორიცხული, რომ ლამაზი, სიცოცხლის წყურვილით სავსე მომღიმარე გოგონა მოკვდეს ელემენტარული ყურადღების არქონის გამო.

ვიმედოვნებ ფორუმელთა გარკვეული ნაწილი დაინტერესდება ამ ადამიანის ბედით შესაბამის დახმარების ხელს გაუწვდის
მოდერატორებთან მექნება თხოვნა, სხვა განყოფილებაში თემას ნუ გადაიტანენ.

ფორუმელებო, უმორჩილესად გთხოვთ, გამოხატეთ თქვენი აზრი და ნუ მისცემთ საშუალებას თემა დაიძიროს.

სამწუხაროდ მათი ამჟამინდელი მდგომარეობა კრიტიკულია. ბავშვის კვლევებისთვის და მედიკამენტებისთვის საკმარისი თანხები არ აქვთ.
ამ ყოველდღიური პრობლემების გამოა, რომ ორი კვირის განმავლობაში დრო ვერ გამონახეს, ანგარიში რომ გაეხსნათ ბანკში.
ყველას გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და გააკეთეთ ის მინიმუმი, რაც შეიძლება საკმარისი იყოს ამ გოგონას გადასარჩენად.

ცოტა მოგვიანებით დავდებ გოგონას სურათებსაც.

გაიხსნა ანგარიში გოგონას დედის სახელზე (ხათუნა ტაბაღუა)

პროკრედით ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE97PC0293600100011920


Leave a Reply